
ახტალა, ტალახით მნიშვნელობის სამკურნალო კურორტი ქ, გურჯაანში, თბილისიდან 122 კმ-ზე, ზღვის დონიდან 412 მ. ჰავა ზომიერი კონტინენტური: ზაფხული ცხელი, ზამთარი თბილი, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 700 მმ. კურორტის სამკურნალო ფაქტოის ფსევდოვულკანური ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის, აპლიკაციებისა და ტამპონებისათვის. მას მოიხსენიებენ ვახუშტი ბატონიშვილი(XVIII ს.), ისტორიკოსი პ. იოსელიანი და ექიმი ა. მესხიშვილი (XIX ს.). ახტალის ტალახის სამკურნალო თვისებების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (დაარსდა 1928 წ.) დ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.ახტალაში არის მოზრდილთა და ბავშვთა სანატორიუმი, პოლიკლინიკა, სააბაზანო (ტალახსამკურნალო) ჩვენებები: მოძრაობის ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გნეკოლოგიური დაავადებანი. სეზონია აპრილ-დეკემბერში.
No comments:
Post a Comment